ფრანგი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე (1853-1931). რამდენჯერმე იყო საქართველოში (პირველად 1897 ჩამოვიდა). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის და საერთოდ დას. ევროპაში ქართ. კულტურის პოპულარიზაციაში. გამოაქვეყნა წიგნები: „საქართველოში“ (1898), „თბილისი“ (1900), რ-საც დართული აქვს ავტორის მიერვე გადაღებული 35 ფოტოსურათი, „იმერეთი“ (1902) და სხვ.
ბ-მ თბილისში გაიცნო ი. ჭავჭავაძე, რ-საც მისთვის უჩუქებია თავისი სურათი ავტოგრაფით „ბარონ დე-ბაის. ილია ჭავჭავაძე. 1899 წ. ტფილისი“. სურათი ბ-ს ჩართული აქვს თავის წიგნში. ილიას პირად არქივში დღემდე დაცულია ბ-ის ნაჩუქარი წიგნი „კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“, რ-საც აქვს ასეთი წარწერა: „პოეტს, პატრიოტს, ისეთი მშვენიერი ქვეყნის შვილს, სადაც მზე მუდამ კაშკაშებს. თბილისი, 1899 წლის 12 ნოემბერი. სოსიკო დე ბაი“.
ლიტ.: ფანჩულიძე დ., ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. თბ., 1869.