შა შე შნ
შერ

შერიფ ალ-დინ ალი იეზდი

სპარსელი ისტორიკოსი (გ. 1454), ავტორი ორტომიანი თხზულებისა „გამარჯვების წიგნი“, რ-შიც აღწერილია საქართველოში თემურლენგის შემოსევები. ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს თემურის მიერ თბილისის აღების შესახებ: „თბილისი ძალიან გამაგრებული ქალაქი ყოფილა, მაგრამ თემურლენგის მეომრებმა რკინის ჩელტები აიფარეს, ყოველი მხრიდან შეუტიეს, ქალაქი აიღეს, დამცველები გაჟლიტეს, ბაგრატ მეფე დაატყვევეს და ბორკილი დაადეს“. დ. კაციტაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9