ჩე
ჩელ

ჩელებიზადე ისმაილ ასიმ ეფენდი

თურქი პოეტი და ისტორიკოსი, სამართლისმცოდნე (1685-1760). ცნობილია ქუჩუქ ჩელებიზადეს სახელითაც. 1723-30 ოფიც. ჟამთააღმწერლის თანამდებობა ეკავა. მის თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული 1723-29 წლების საქართველოში ოსმალობის საკითხის შესასწავლად. ავტორი თხზულების დასაწყისში საგანგებოდ აგვიწერს ოსმალთა ლაშქრის მიერ 1722-23 თბილისის და გორის ციხეების აღებას და ვახტანგ VI-ის მიერ ოსმალეთისადმი მორჩილების ცნობის გაგზავნას.

ლიტ.: შენგელია ნ., ოსმალო ისტორიკოსი ჩელები-ზადე თბილისისა და გორის ციხეების დაპყრობის შესახებ, კრ.: აღმოსავლური ფილოლოგია, [ტ.] 3, თბ., 1973.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9