ჰა ჰო
ჰალ ჰას ჰაფ

ჰალენი, ალენი (Hallen) ვან დონ ჟან

ესპანელი გენერალი (წარმოშობით ბელგიელი) (1790-1864). 1819 რუსეთში გადასახლდა, მსახურობდა ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში, რ-იც კავკასიაში იდგა. ჰ-მა გამოაქვეყნა თავისი მემუარები, რ-ის II ტ. თითქმის მთლიანად ეძღვნება რუსეთსა და კავკასიას. ჰ. თბილისში ჩამოვიდა 1819 წ. სექტ. საქართვ. სამხ. გზით. 1819-20 წწ. ზამთარი ძირითადად თბილისში გაატარა. დაწვრილებით აღწერს კაზაკების, ჩაჩნების, ქართველებისა და ლეკების ყოფას, ეხება კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობას საქართველოში. საინტერესო ცნობებს იძლევა ალექსანდრე ბატონიშვილზე, ერმოლოვის ირანში ელჩობაზე (1817); ცოცხლად აქვს აღწერილი ე. წ. „ერმოლოვის თბილისი“ და ერმოლოვის პოლიტიკა, მოჰყავს აგრეთვე ცნობები იმერეთის 1820 აჯანყების შესახებ და სხვ.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг, Tб., 1946.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9