ჰა ჰო
ჰალ ჰას ჰაფ

ჰასან-ბეგ რუმლუ

სპარსელი ისტორიკოსი (1531/2 - 70-იანი წლების მიწურული). ავტორია თორმეტტომიანი მსოფ. ისტორიის ტიპის თხზულებისა „უმშვენიერესი ისტორიათაგანი“. მეთორმეტე ტომში ვრცელი ცნობებია საქართველოს შესახებ, დაწვრილებით არის გადმოცემული შაჰ თამაზ I-ის შემოსევები საქართველოში, კერძოდ თბილისში, ქალაქის აღება 1541, თბილისის ციხის ალყა, დიდძალი ხალხის დატყვევება და ნადავლით თავრიზში დაბრუნება.

პუბლ.: ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარს. ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1966.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9