ჰა ჰო
ჰოდ ჰოვ

„ჰოდუდ ალ-ალემი“ („სამყაროს საზღვრები“)

X ს. სპარსელი ანონიმი ავტორის გეოგრ. თხზულება. მისი ცნობით, თბილისი დიდი, აყვავებული ქალაქია, მაგარი, გაშენებული და მრავალი სიმდიდრის მქონე. ორი პატნეზი (კედელი) აქვს და საისლამოს საზღვარს წარმოადგენს ურწმუნოთა მხარისაკენ. მას მდინარე მტკვარი შუაში ჩაუდის. აქვს წყარო, ძალზე ცხელი, რომელზედაც აბანოები აქვთ აგებული და რ-იც მუდამ ცხელია უცეცხლოდ.

პუბლ.: ისტახრი, პოდუდ ალ-ალემი, პამდალაჰ ყაზვინი. თარგმანი შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვ. ფუთურიძისა, თბ., 1937.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9