სომეხი პოეტი და ასტროლოგი XIII ს. მისი ნაშრომი „ზეციური მოძრაობისათვის“ დაწერილია თბილისში 1284. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებშიც თბილისი შორეული ერზინკიდან ჩამოსული სომეხი პოეტის აღტაცებას იწეევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს“, ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთაგან ფაიტაკარანად (ხისგან ნაგები ქალაქი, სომხურად) წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს“ უწოდებს. ჰ. ე-მა თბილისის სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმოთქვა ასტროლოგიის საკითხებზე. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2