არაბი ისტორიკოსი XII ს. მისი სიტყვებით, თბილისელები იცავდნენ ქრისტ. ტრადიციებს. იმ დროსაც, როცა ქალაქი ჯერ კიდევ მუსლიმებს ეკავათ, მათ ჰქონდათ თავიანთი ყველაზე განთქმული ეკლესია, რ-საც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა აქაური ქრისტიანებისათვის, როგორც ქააბას მუსლიმებისათვის. ამ ცნობაში სიონი უნდა იგულისხმებოდეს.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2