ბა ბე ბი ბუ
ბეი ბელ

ბეიჰაყი აბუ-ლ ჰასან ალი

სპარსელი ისტორიკოსი (1099-1170). მის მრავალ თხზულებას შორის საინტერესოა მშობლიური ოლქის - ბეიჰაყის ისტორია. ბ. ერთ-ერთი პირველი სპარს. ისტორიკოსია, რ-იც იმდროინდელი ამბების თხრობისას ახსენებს საქართეელოს. ბ-ის ნაშრომიდან ვგებულობთ, რომ თბილისის სამეფო კარზე კარგად იცოდნენ არაბული ენა. 1148 საქართველოს მეფეს − დემეტრე I-ს არაბულ და სირიულ ენებზე შეკითხვები გაუგზავნია სელჩუკთა სულთნისთვის − სანჯარისათვის, რ-საც ბ-თვის დაუვალებია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ლიტ.: კიკნაძე რ., XI-XIII საუკუნეების თბილისის ისტორიიდან, „ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1960, ტ. 5, ნაკვ. 1, გვ. 126-127.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9