გა გი გრ
გაგ გამ

გაგარა ვასილი იაკობის ძე

რუსი ვაჭარი (XVII ს.). 1634-37 იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში. გზად იმყოფებოდა საქართველოში. დატოვა საგულისხმო ცნობები თბილისზე: „თბილისში 4 ციხე-სიმაგრეა, მათ შორის მდინარე გადის, იგი არ იყინება არც ზამთარში და არც ზაფხულში. მას მტკვარი ჰქვია. იმ ციხეთაგან, რომლებიც მდ. მტკვრის მეორე მხარეზეა, ერთი ციხე მაღალ მთაზეა, ამ ციხეების აღება გვირაბების გამოთხრით არ შეიძლება; ამ ციხის გარშემო თხრილია გარშემოვლებული, მაგრამ იგი ხელით ნაკეთები არ არის, ამ მთის კლდე არის თავისთავად გაჭრილი, მისი სიღრმე 7 საჟენი იქნება და მასში ცხელი წყალი ჭებიდან (წყაროებიდან) მოდის. ღვთის განგებით ეს ცხელი ჭები 60-ზე მეტი იქნება. იმ წყაროებზე ძალიან ლამაზი პალატებია აგებული. აქ, ამ პალატებში, ცხელ ჭებში, აბანოს მაგვარად ბანაობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები, ხოლო ტანს იხეხენ ქისებით და არა ცოცხებით (ცოცხები არ იციან). აქვე ახლოს, იმ ციხეებთან მდინარე მტკვრის დინების მიმართულებით, გვირაბია მიწის ქვეშ გაკეთებული, იგი ივერიის მეფის სიმონის შვილს გაუკეთებია...“

ლიტ.: ცინცაძე ი., ვასილ გაგარას და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1965.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9