აბ ალ ან ას
აბდ აბრ აბუ

აბრაჰამ კრეტაცი

სომეხი მემატიანე, სრულიად სომეხთა კათალიკოსი (1734-37). იგი შეესწრო თბილისში ნადირ-შაჰის შემოსვლას და მის მიერ მოქალაქეთა შევიწროებას. მისი თქმით, ნადირ-შაჰი თბილისში 17 დღე დარჩა და ბრძანა „არასაიმედონი“ ირანში გაერეკათ. სომეხი კათალიკოსის თხოვნითა და შუამდგომლობით, ნადირ-შაჰმა, თურმე, 300 სომხური ოჯახი, რ-იც ხორასანს უნდა გადაესახლებინა, შეიწყალეს, თუმცა სანაცვლოდ დიდი თანხა გამოართვა - 3000 თუმანი და 3000 ხარვალი ხორბალი.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9