გა გი გრ
გრი

გრიგოლ IX, (ერისკაცობაში − გრაფი უგოლინო დი სეგნი Ugolino di Segni)

რომის პაპი 1227-იდან (დაახლ. 1145-1241). დევნიდა მწვალებლობას, ინკვიზიცია გადააქცია კათოლ. ეკლესიის მუდმიევ ორგანოდ. ცნობილია გ. IX-ის 2 საპასუხო წერილი მეფე რუსუდანისა და მისი ძის დავითისადმი. პირველ წერილში (1233 წ. 11 აპრ.) გ. IX რუსუდანს სთხოვდა მინორიტების (ფრანცისკელთა) ორდენის მისიონერთა მფარველობას, რომლებიც XIII ს. 30-იან წლებში ჩამოვიდნენ თბილისში. მეორე წერილიდან (1240 წ. 13 იანვ.) ჩანს, რომ რუსუდანს და დავითს მონღოლთა წინააღმდეგ დახმარება უთხოვნიათ მისთვის. პაპი მწუხარებას გამოთქვამს, რომ სარკინოზებთან ომის გამო არ შეუძლია დახმარება გაუწიოს საქართველოს, ამავე დროს წერილიდან ჩანს, რომ პაპს საქართველოში გამოუგზავნია დომინიკელთა ორდენის წარმომადგენლები, რომლებიც 40-იან წლებში ჩამოსულან თბილისში და 1240-ში თავიანთი მონასტერი დაუფუმნებიათ.

ლიტ.: თამარაშვილი გ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9