გა გი გრ
გრი

გრიგორ აკნერცი

სომეხი მემატიანე XIII ს. ამიერკავკასიაში მონღოლთა შემოსევისა და გაბატონების ისტორიასთან ერთად გადმოგვცემს დავით გიორგი IV ლაშას ძის მეთაურობით ქართველ დიდებულთა მიერ თბილისში მოწყობილი შეთქმულების ამბავს. შეთქმულება გამცემლობის მიზეზით ჩაიშალა, მაგრამ გ. ა. ქართველთა ამ მარცხს უფრო მეტად მათ არასერიოზულობას მიაწერს. იგი წერს: „სიკეთის მოყვარული და მშვენიერი ქართველთა მეფე დავითი, თავისი სამეფოთი, ნიადაგ ეძლეოდა მხიარულებასა და ლხინს, თავის სატახტო ქალაქ თბილისში... როდესაც იყვნენ საამურ სმასა და ჭამაში და როცა გამოთვალეს და აღრიცხეს სომეხთა და ქართველთა ჯარი, თქვეს, რომ მოერეოდნენ თათართა ჯარს. გამოყვეს მეთაურები. მაგრამ ყველაფერ ამას ხუმრობით სჩადიოდნენ, დამსმენმა კი ნამდვილ ამბად მოახსენა თათრებს“.

თხზ.: მოისართა ტომის ისტორია, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1961.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9