გა გი გრ
გრი

გრიჩი სერობ

სომეხი მწერალი (1770-1836), პირადად შეესწრო აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმას თბილისზე და თვითმხილველის შთაბეჭდილებით გადმოგვეცა საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია. მისი სიტყვებით, „ამ ბრძოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ხმლისა და ფარის შეჯახების ქუხილი მთებს გადასწვდა, ხმლის ჟღრიალმა იქაურობა გააყრუა, არ წყდებოდა ქვემეხთა გუგუნი, რომელიც ისართა შხუილს ახშობდა...“ და სხვ. ავტორის მიხედვით, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სპარსელები შეიჭრნენ ქალაქში, „აივსნენ ძვირფასი თვლებითა და თვალ-მარგალიტით“... მოსახლეობის ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს. ქრისტიანებზე მეტად მათივე სარწმუნოებისანი ტანჯეს. კავკასიის მთებში გაქცეულ ლტოლვილებს, ვინც განსაცდელს გადაურჩა, გზაში თავშიშველთა (ე. ი. იმერელი) ავაზაკები წამოეწივნენ და გაძარცვეს. სპარსელთა საჭურისი ხანი ექვსი დღის შემდეგ გაეცალა ქალაქს.

ლიტ.: ჭუბაბრია რ., ს. გრიჩის „აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წლის 11 სექტემბერს დედაქალაქ თბილისის (ფაიტაკარანის) გადაწვის მოკლე ისტორია“, „მაცნე“ ენისა და ლიტერატურის სერია, 1991 № 3.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9