დე დი დუ
დეგ

დეგრელი დე ფუა (Degrelli de Foi) შარლ

ფრანგი ოფიცერი. გენ. ტოტლებენის ჯართან ერთად შემოვიდა საქართეელოში 1770. ტოტლებენთან კონფლიქტის შემდეგ თბილისში დარჩა ერეკლე II-ის კარზე. საფრანგეთში დაბრუნებულმა აღწერა ქართლში მოგზაურობა, ქართველების ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ, კერძოდ, აწყურის ბრძოლა, რომლის დამსწრეც თვითონ იყო. დ. თბილისის შესახებ წერს: „ეს ქალაქი დგას მდინარე მტკვარზე. იგი გარშემორტყმულია კარგი კედლებით. ქალაქში არის მთა, რომელზედაც კარგი სიმაგრეა აგებული. სიგრძეში ეს ქალაქი ნახევარ მილს უნდა აღწევდეს, სიგანეში − მეოთხედს. იგი დასახლებულია ქართველებით, თათრებით, სომხებით. ამ ქალაქის ბაზარი საკმაოდ დიდია; აქ ხშირად მოდიან ქარავნები სპარსეთიდან და ეს არის თითქმის მთელი აღებ-მიცემობა, რომელიც აქ ხორციელდება“.

ლიტ.: დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ, ფრანგ. თარგმნა, შესავალი, შენიშენები და საძიებლები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ., 1985.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9