დე დი დუ
დუბ დუნ

დუბროვინი ნიკოლოზ თედორეს ძე

რუსი სამხედრო ისტორიკოსი, პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი. არტილ. გენერალი (1837-1904). 1882-იდან სამხ.-სამეცნ. კომიტეტის წევრი. დიდი ფაქტობრივი მასალის შემცველი, საარქივო მონაცემებზე დაფუძნებული მრავალი მონოგრაფიისა და წერილის ავტორია. თავის ძირითად შრომაში „კავკასიაში რუსების ომისა და მფლობელობის ისტორია“ (ტ. 1-6, 1871-88, რუს. ენაზე) აღწერს თბილისში სახ. და რელიგ. დღესასწაულებს (ახალი წლის შეხვედრა, წყალკურთხევა), სხვადასხვა წეს-ჩვეულებას: საქორწილო წესებს, დაკრძალვას, სახ. დღესასწაულებს: ყეენობას, ბერიკაობას, მუშტი-კრივს, ჭიდაობას; ამქარში ახალი წევრის მიღებას, შეგირდის ან ქარგლის ოსტატად კურთხევის რიტუალს და სხვ.

ლიტ.: Чхетия Ш. К., Тбилиси в XIX столетии, Tб., 1942.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9