დე დი დუ
დუბ დუნ

დუნკელ-ველინგი

რუსი მწერალი, ჟურნალისტი XIX ს. 1860 იყო თბილისში. აღწერს თბილისის, როგორც გაევროპელებული ბურჟ. ქალაქის, ცხოვრების სურათებს. იძლევა 1864 წ. სტატისტიკურ მონაცემებს თბილისის მოედნების, ქუჩების, მიწისქვეშა არხების, ბაღების შესახებ. დ.-ვ-ის ცნობით, იმ დროისათვის თბილისში იყო 212 ქუჩა და 10 მოედანი, აქედან მოკირწყლული იყო 56 ქუჩა და 5 მოედანი, ხოლო მოუკირწყლავი − 156 ქუჩა და 5 მოედანი. ავტორი წერს გაზის ფარნების შემოღების შესახებ: „თბილისის ხიდები, ქუჩები და მოედნები ნათდება ამჟამად 302 ფარნით, რომელსაც აქვს კაშკაშა სინათლე... გაზს ღებულობენ სითხის (ნავთობის) წვის შედეგად...“ აქვს ცნობები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მათ მიერ ხილის, ბოსტნეულის წარმოების, რძის ყოველწლიური მოხმარების, ამქრების, ხელოსნების, სავაჭრო საქონლის თაობაზე.

ლიტ.: Чхетия Ш. К., Тбилиси в XIX столетии, Tб., 1942.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9