A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
ACC ACE ACI ACO ACQ ACT ACU

accreditatio

[*აკკრედიტა´ტიო/აკკრედიტა´ციო]
ლათინური საშუალო (შუასაუკუნეების)

„რწმუნებულება”; აკრედიტაცია

II. 1. სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური აგენტის უცხო სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დანიშვნა. „საქართველოს პრეზიდენტი ... იღებს უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას” (საქ. კონსტ. – 1995, 73(1)(ა)-ე მუხლი);
2. სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების ან საგანმანათლებლო პროგრამის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა ან შესაბამისობის დადასტურება. „აკრედიტაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება” (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ – 2005, მე-2(ა¹) მუხლი);
3. სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების მიერ საკუთარი სტრუქტურის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება. „რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი” (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – 2012, 44(2)-ე მუხლი);
4. „აკრედიტაცია – ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა” (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ – 1999, მე-2 მუხლი)

III. „იღებს მასთან აკრედიტირებული უცხოეთის სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლების რწმუნებულებისა და გამოწვევის სიგელებს” (კონსტ. – 1978, 113-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9