A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
ACC ACE ACI ACO ACQ ACT ACU

accreditivus

[აკკრედიტი´ვუს]
„სანდო” აკრედიტივი

II. „აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი) ვალდებულია კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნით და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა...” (საქ. სამოქ. კოდ. – 1997, 876-ე მუხლი)

III. „კომერციული ბანკებისთვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: სესხების გაცემა, სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით...” (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ – 1996, მე-20(1)(ბ) მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9