A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

BA BE BI BO BR BU
BEL BEN BER BES BEV

beneficiarius

[*ბენეფიკია´რიუს/ბენეფიცია´რიუს]
„საქველმოქმედო” ბენეფიციარი
I. მძიმე სამუშაოსაგან გათავისუფლებული მეომარი

II. პირი, რომლის სასარგებლოდაც იმართება მინდობილი საკუთრება; სარგებლის მიმღები პირი. „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე” (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – 1997, 879-ე მუხლი)

III. „სააგენტო უფლებამოსილია: ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ” (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 1995, 53(1) (ბ)-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9