A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
ACC ACE ACI ACO ACQ ACT ACU

actio , -onis

[*´აკტიო/ა´კციო]
„ქმედება”, „საქციელი”; აქცია

I. 1. სარჩელი; 2. უფლება; 3. სამართალწარმოება

II. 1. ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სააქციო საზოგადოების მართვაში, მოგებისა და საზოგადოების ლიკვიდაციისას ქონების განაწილებაში. „აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით” (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ – 1994, 51(2)-ე მუხლი);
2. საკუთარი ინტერესების, მოთხოვნებისა და შეხედულებების გამოხატვის მიზნით მოქალაქეთა საჯარო გამოსვლა. „პროფესიულ კავშირს მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით უფლება აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია და სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია” (საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ – 1997, მე-13(2) მუხლი)

III. „სააქციო (ანუ საპაიო) ამხანაგობად ჩაითვლება ისეთი ამხანაგობა (საზოგადოება), დაარსებული განსაკუთრებული სახელწოდებით ან ფორმით, რომლის ძირითადი კაპიტალი დაყოფილია განსაზღვრული რიცხვის თანასწორ ნაწილად (აქცია) და რომლის ვალდებულებათათვის პასუხს აგებს მხოლოდ საზოგადოებრივი ქონება” (საქ. სსრ სამოქ. კოდ. - 1923, 322)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9