[*კენსუ´რა/ცენზუ´რა]
„ცენზორის თანამდებობა” ცენზურა
II. ხელისუფლების კონტროლი ბეჭდურ მედიაზე, სცენურ დადგმებზე, რადიო და სატელევიზიო გადაცემებზე, პირად მიმოწერაზე, რათა არ დაუშვას ან შეზღუდოს იმ იდეებისა და ცნობების გავრცელება, რომლებსაც ეს ხელისუფლება არასასურველად ან საზიანოდ მიიჩნევს. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია”
(საქ. კონსტ. – 1995, 24(2)-ე მუხლი) III. „ბეჭდვითი ნაწარმოების გამრავლების და გამოცემის წესების დარღვევა, აგრეთვე ფოტო-კინო ცენზურის წესების დარღვევა გამოიწვევს იძულებით მუ- შაობას (ან ჯარიმას სამას მანეთამდე) (საქ. სსრ სისხლ. სამ. კოდ. – 1928, კერძო ნაწილი, კარი 2, თავი VIII, 205)
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.