A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

C. CA CE CH CI CL CO CR CU CY
CED CEL CEN CEP CER CES

census

[*კე´ნსუს/ცე´ნზუს]
„ქონების შეფასება” ცენზი
I. 1. მოქალაქეთა და მათი ქონების აღწერა; 2. ქონება, რომელიც ექვემდებარებოდა აღწერას

II. მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი ამა თუ იმ უფლებით სარგებლობისთვის. „არქიტექტორი – შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე” (საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ – 1998, მე-2(ა) მუხლი)

III. „საქართველოს სსრ-ის ყველა მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, დამოუკიდებლად რასიული და ნაციონალური კუთვნილებისა, სარწმუნოებისა, განათლების ცენზისა... უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დეპუტატთა არჩევნებში...” (კონსტ. – 1937, თავი XII, მუხლი 148)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9