A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

TA TE TH TI TO TR TU
TEL TEM TEN TER TES

territorium

[ტერრიტო´რიუმ]
„ტერიტორია“

ტერიტორია
I. ტერიტორია, მხარე

II. 1) სახელმწიფო ტერიტორია – დედამიწის ზედაპირი, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.
2) დაცული ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ბუნების დაცვითი, სამეცნიერო, კულტურული, ესთეტიკური, რეკრეაციული ან გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა და რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებით სრულად ან ნაწილობრივ ამოღებულია სამეურნეო სარგებლობიდან. „საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ (2007)

III. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს“ (აქტი 1918, 6)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9