A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

PA PE PI PL PO PR PU
PAC PAE PAG PAL PAP PAR PAS PAT PAU PAX

Papinianus, Aemilius

[პაპინია´ნუს, ემი´ლიუს]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები

ემილიუს პაპინიანუსი (დაახლ. – 212 წ.), კარაკალას ბრძანებით სიკვდილით დასჯილი, სეპტიმიუს სევერუსის მეგობარი, praefectus praetorio (203 წ-დან), ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რომაელი იურისტი. ნაწყვეტები მისი თხზულებებიდან ნათელყოფს მის ღრმა განსწავლულობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, მსჯელობის კრიტიკულობას, პრობლემათა მახვილგონიერი გადაწყვეტის უნარს, უზადო სამართლებრივ ტექნიკას, ლაკონურობას და სიზუსტეს. მისი ძირითადი თხზულებებია: – Quaestiones, რომლიდან ამონარიდებიც მრავლადაა გადატანილი დიგესტებში და Responsa, სადაც იგი აანალიზებს თითოეულ შემთხვევას კონკრეტული სქემის მიხედვით: საქმის არსი, კითხვა, პასუხი. ეს თხზულება იმდენად პოპულარული იყო, რომ მის ანალიზს სამართლის სკოლებში ეძღვნებოდა სწავლების მთელი მესამე წელი. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე: Definitiones და De adulteriis-ი

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9