A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

LA LE LI LO LU
LAB LAE LAI LAP LAQ LAR LAT LAU

Labeo, M. Antistius

[ლა´ბეო, მა´რკუს ანტისტი´უს]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები

მარკუს ანტისტიუს ლაბეონი ავგუსტუსის ხანის ყველაზე სახელგანთქმული იურისტი (ძვ.წ. 45 – ახ.წ. 10/21 წწ.). ორიგინალური მოაზროვნე, ნოვატორი, ტრებაციუსის მოსწავლე, რესპუბლიკელი, აირჩიეს პრეტორად, თუმცა უარყო კონსულის შეთავაზებული თანამდებობა და თავი მთლიანად მიუძღვნა სამართალმცოდნეობას. დაწერა დაახლ. 400 წიგნი (რომელთაგან მცირე ნაწყვეტები შემოგვრჩა): Ad edictum (პირველი კლასიკური კომენტარი პრეტორის ედიქტისათვის – Servius), De iure pontificio, Epistulae, Responsa, Pithana. L.-ს სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი ნაშრომები გამოსცა უცნობმა ავტორმა (Libri posteriores). მოკლე ამონარიდები L.- ის ნაშრომებიდან შეადგინა Iavolenus Priscus-მა

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9