A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

IA IB IC ID IG II IL IM IN IO IP IR IS IT IU
IUD IUG IUL IUM IUN IUP IUR IUS IUV

Iulianus, L. Octavius Cornelius Salvius I. Aemilianus

[იულია´ნუს, *ლუ´კიუს/ლუ´ციუს ოკტა´ვიუს კორნე´ლიუს სა´ლვიუს იულია´ნუს ემილია´ნუს]]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები

ლუციუს ოქტავიუს კორნელიუს სალვიუს იულიანუს ემილიანუსი, გამოჩენილი იურისტი (დაახლ. 100 წ.), წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდან, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა მთელს რომის იმპერიაში (ნაცვალი – გერმანიაში, ესპანეთში, აფრიკაში), კონსული (148 წ.), ჰადრიანუსის, ანტონიუს პიუსის, მარკუს ავრელიუსის და ლუციუს ვერუსის მრჩეველი. იავოლენუს პრისკუსის მოსწავლე, საბინიანების უკანასკნელი წინამძღოლი. ჰადრიანუსის დავალებით შეიმუშავა edictum perpetuum Hadriani. შექმნა მნიშვნელოვანი თხზულებები კლასიკურ სამართალწარმოებაში – Digesta 90 წიგნად, რომელიც შეიცავდა მის responsa-ს რომის სამართლის ყველა სახეობებიდან და სფეროებიდან. მისი ავტორობით ცნობილია კომენტარები: Ad Minicium; Ad Urseium Ferocem; De ambiguitatibus

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9