[მანი´ლიუს მა´რკუს]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები მარკუს მანილიუსი, homo novus; კონსული (ძვ.წ. 149 წ.), სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეკუთვნოდა სციპიონ უმცროსის წრეს, კაუტელარული იურისპრუდენციის აღიარებული ოსტატი. გამოსცა: Actiones (ფორმულარული ხელშეკრულებების, ანდერძების და სარჩელების კრებული) და ასევე პრაქტიკული სახელმძღვანელო Venalium vendendorum leges და Monumenta
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.