[პა´ულუს, იუ´ლიუს]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები იულიუს პაულუსი (II-III სს. მიჯნა), advocatus, assesor praefecti praetorio, magister memoriae; praefectus პრაეტორიო ალექსანდრე სევერუსის დროს, სცევოლას მოსწავლე, იურისტებს შორის ყველაზე ნაყოფიერი მწერალი. ღრმად განათლებული თეორეტიკოსი, კრიტიკული და უშიშარი სულით განმსჭვალული, ავტორიტეტული სამართალმცოდნე. ნაწყვეტები მისი თხზულებებიდან შეადგენენ დიგესტების 1/6-ს. დაწერა Notae: იულიანუსის, ნერაციუსის, სცევოლას და პაპინიანუსის ნაშრომებზე; ამონარიდები ლაბეონის თხზულება Pithan -დან და ალფენუსის დიგესტებიდან. მის კალამს ეკუთვნის კომენტარები: Ad Plautium; Ad edictum (76 წიგნისა), Ad Sabinam; დაწერა: Quaestiones, Responsa, Decreta, Imperiales sententiae. აგრეთვე: Sententiae ad filium; Institutiones და Regulae. სულ დატოვა 86 თხზულება 319 წიგნად
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.