[პეგა´სუს]
რომაელი იურისტები და კანონმდებლები პეგასუსი, გააზატებული მონის – ტრიერარქოსის ვაჟი. (მამამ ვაჟს პეგასუსი უწოდა, რადგან ფრთიანი ცხენის გამოსახულება ამკობდა მის გემს): consul suff.-ი ვესპასიანუსის დროს და praefectus urbi ვესპასიანუსის და დომიციანუსის დროს. პროკულუსის შემდეგ – პროკულიანთა წინამძღოლი. განსწავლულობის გამო ეწოდა მეტსახელად „წიგნი“. მისი თხზულებები ხშირადაა ციტირებული გვიანდელი მწერლების მიერ, თუმცა ნაშრომთა სათაურებიდან მხოლოდ ერთია ცნობილი
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.