A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

SA SC SE SI SO SP ST SU SY
SE SEC SED SEG SEL SEM SEN SEP SEQ SER SES SEV SEX

senatus

[სენა´ტუს]
„სენატი“

I. სენატი. გვარის უხუცესთა თავყრილობა, შემდგომ პატრიციების საკონსულტაციო ორგანო მეფის დროს. რესპუბლიკურ ხანაში s.-მა მოიპოვა უჩვეულო ძალაუფლება და გახდა პატრიციების, შემდგომ კი ნობილიტეტის პოლიტიკური სიძლიერის საყრდენი

II. 1. რიგი სახელმწიფოების პარლამენტების ერთ-ერთი პალატა (უფრო ხშირად – ზედა). „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“ (საქართველოს კონსტიტუცია – 1995, 4(1)-ე მუხლი); 2. „წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო“ (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ – 2004, 2(ჰ21)-ე მუხლი)

III. „დაიბეჭდა სანკტპეტერბურხს, სენატსა შინა, [ი]იანვრის იჱ დღესა, ჩყა წელსა“ („მანიფესტი ალექსანდრე I-ისა საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ“ [1801 წ.], ქსძ, II, გვ. 552); „სენატთა თანამდებობა არს, რათა მათგან გამოიცეს ყოველი სჯული და კანონი, რომელიცა მიეცემის მათ მეფისაგან, ხოლო მათ, თვინიერ შეკითხვისა მეფისა, თვით, თავით თვისით არარაჲსა შემძლებელ არიან“ (სამართ. ბატ. დავ. C, 26); „ვინცა ბრძანება მეფისა არ აღასრულა, მოეკითხოს, ვითარცა ურჩსა, და მსგავსისავე ხატითა – სენატისაცა“ (სამართ. ბატ. დავ. 5)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9