[სენატუსკონსუ´ლტუმ კლაუდია´ნუმ]
„კლავდიანუსის დადგენილება“
I. 1. იმის შიშით, არ აღძრულიყო პროცესი მომხვეჭელობის შესახებ, აკრძალა ჰონორარის გაცემა ადვოკატისათვის 10 000 სესტერციუსზე ზევით; 2. დაუშვა ბიძასა და დისწულს შორის ქორწინება (კლავდიუსის ქორწინება აგრიპინასთან); 3. დაადგინა, რომ თავისუფალი ქალი, რომელიც თანაცხოვრობდა მონასთან, ხდებოდა შვილებთან ერთად მონა, თუ მონის პატრონი წინააღმდეგი არ იყო ამისა, ქალი მხოლოდ ingenuitas-ს კარგავდა; 4. ათავისუფლებდა მამაკაცებს 60 წლის ზემოთ და 50 წელს გადაცილებულ ქალებს სანქციისაგან, რომელსაც ითვალისწინებდა Lex Iulia
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.