[*სპე´კიეს/სპე´ციეს]
„გარეგნული ფორმა“, „სახე“
I. სახე, ფორმა, nova s. ახალი ნივთი, რომელსაც აქვს სხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკური დანიშნულება იმ ნივთთან შედარებით, რომლისგანაც ის აღმოცენდა. specificatio სხვისი მასალის გადამუშავება მისგან ახალი ნივთის მიღების მიზნით. საბინელების შეხედულებით, ძველი ნივთის მფლობელი ახლის მესაკუთრედაც ითვლებოდა, პროკულიანელები მიიჩნევდნენ, რომ ახალი ნივთი ეკუთვნოდა მის შემქმნელს
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.