A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

R. RA RE RI RO RU
RE RE( RE, REA REB REC RED REE REF REG REH REI REL REM REN REO REP REQ RER RES RET REU REV REX

regionalis

[რეგიონა´ლის]
„საოლქო, რეგიონალური“; რეგიონალური

I. სამხარეო, რეგიონალური

II. რაიონი, რომელიც შეესაბამება ქვეყნის რამდენიმე ოლქს ან რამდენიმე სახელმწიფოს, რომლებიც გაერთიანებული არიან ეკონომიკური, გეოგრაფიული ან სხვა ნიშნით. „ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის შუალედური რგოლებია რეგიონალური (სამხარეო) სამმართველოები, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ტურიზმისა და კურორტე ბის მართვის სახელმწიფო ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით“ (საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ – 1997, მე-51(1)-ე მუხლი)

III. „იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველები მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავისი ისტორიულ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს...“ (საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ – 1990)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9