A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

R. RA RE RI RO RU
RE RE( RE, REA REB REC RED REE REF REG REH REI REL REM REN REO REP REQ RER RES RET REU REV REX

rehabilitatio

[*რეჰაბილიტა´ტიო/რეჰაბილიტა´ციო]
„ხელახლა ვარგისიანად ცნობა“; რეაბილიტაცია

I. რეაბილიტაცია

II. 1) საქმის ხელახალი განხილვის შედეგად პირის უდანაშაულოდ აღიარება, მისი უფლებებში აღდგენა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. „რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით“ (საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ – 1997, მე- 8(3) მუხლი); 2) აღდგენა. „თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს“ (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ – 215(7)-ე მუხლი); 3) „რეაბილიტაცია – საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით“ (საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ 2007, მე-3(ს) მუხლი); 4) რესოციალიზაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია. „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა...“ (საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსი – 2010, 117(1)-ე მუხლი)

III. „სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული საქმე უნდა შეწყდეს... გ) გარდაცვალებულის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვალებულის რეაბილიტაციისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო“ (საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – 1960 წლის 30 დეკემბრის კანონი, კარი I, თავი პირველი, მუხლი 5; საქ. კან. გვ. 432)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9