A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

R. RA RE RI RO RU
RE RE( RE, REA REB REC RED REE REF REG REH REI REL REM REN REO REP REQ RER RES RET REU REV REX

requisitio

[*რეკვისი´ტიო/რეკვიზი´ციო]
„მოკვლევა“; რეკვიზიცია

I. ძებნა; მიმალული მსჯავრდებულის ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს

II. საკუთრების უფლების შეწყვეტის საფუძველი, რომელიც გულისხმობს საგანგებო გარემოებების არსებობისას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ნივთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევას. „იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს: ... ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენ საცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში“ (საქართველოს კანონი იარაღის შესახებ – 2003, 31(1)(ბ)-ე მუხლი)

III. „წითელარმიელების ქონება თავისუფალია ყოველგვარ რეკვიზიციის და კონფისკაციისაგან“ (დეკრეტი №41, 10 ივნისი 1921, 5, აქტები 1921-1978, I. გვ. 53)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9