A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

PA PE PI PL PO PR PU
PAC PAE PAG PAL PAP PAR PAS PAT PAU PAX

pactum

[პა´კტუმ]
„შეთანხმება“; პაქტი

I. არაფორმალური ვალდებულება, რომელსაც თავდაპირველად არ გააჩნდა სასარჩელო დაცვა. ჯერ კიდევ 12 დაფის კანონების თანახმად, მისი დანიშნულება იყო, გაეთავისუფლებინა პირი პასუხისმგებლობისგან (ძირ. დელიქტების გამო) და ამით დაესრულებინა სასამართლო დავა

II., III. სამთავრობათაშორისი საერთაშორისო შეთანხმება. „ეს კანონი გამოიყენება საქართველოს ყველა საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისო, მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი ხასიათის) ხელშეკრულების მიმართ, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მიუხედავად მისი სახისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ოქმი, წერილების გაცვლა, სხვა სახისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულება)“ (საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ – 1997, მე-2(1) მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9