A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

PA PE PI PL PO PR PU
PAC PAE PAG PAL PAP PAR PAS PAT PAU PAX

patens, -ntis

[პა´ტენს]
„ცხადი, ნათელი“ პატენტი

I. ფართოდ გამომყენებელი, გამავრცელებელი

II. 1) დოკუმენტი, გაცემული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც მოწმობს: განცხადებული ობიექტის აღიარებას გამოგონებად (სამრეწველო ნიმუშად, სასარგებლო მოდელად), გამოგონების პრიორიტეტს, გამოგონების ავტორობას და განსაკუთრებულ უფლებას. „გამოგონებაზე, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე, პატენტს საქპატენტი გასცემს მხოლოდ მისი განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე“ (საქართველოს საპატენტო კანონი - 1999, მე-7(1) მუხლი); 2) საკონსულო პატენტი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის კონსულად დანიშვნას და მის უფლებამოსილებას. „საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას – საკონსულო პატენტს“ (საქართველოს კანონი საკონსულო საქმიანობის შესახებ – 2012, მე-8(4) მუხლი)

III. „ავტორს თავისი არჩევანის მიხედვით შეუძლია მოითხოვოს თავისი ავტორობის აღიარება სახელმწიფოსთვის გამოგონებაზე განსაკუთრებული უფლების გადაცემით ან თავისი ავტორობის აღიარება გამოგონებაზე მისთვის განსაკუთრებული უფლების მიკუთვნებით. პირველ შემთხვევაში მას მიეცემა საავტორო მოწმობა, მეორე შემთხვევაში – პატენტი“ (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი – 1964, 533-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9