A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

OB OC OD OE OF OM ON OP OR OS OV
OB OBI OBL OBN OBO OBR OBS OBT OBV

obligatio

[*ობლიგა´ტიო/ობლიგა´ციო]
pl. obligationes
„ვალდებულება, თავდებობა“; ობლიგაცია

I. 1.კლას. და იუსტინ.-ის ეპოქაში მოვალის (debitor) იურიდ. ვალდებულება კრედიტორთან (creditor) მიმართებაში; 2. ვალდებულების წარმოშობის საფუძველი (შეთანხმება, დელიქტი); 3. ქონებრივი ხასიათის შესრულება, რომელიც შესაძლოა მოითხოვოს კრედიტორმა

II. ფასიანი ქაღალდი, რომელიც განამტკიცებს მისი მფლობელის უფლებას ობლიგაციით გათვალისწინებულ ვადაში მიიღოს მისი ნომინალური ღირებულება ან სხვა ქონებრივი ეკვივალენტი. „ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება“ (საქართველოს კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ – 1996, მე-3(4) მუხლი)

III. „რესპუბლიკანურ და ადგილობრივ დაწესებულებათა, საწარმოთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მიერ ყოველგვარი სესხის, ობლიგაციისა და სხვა სახის ფასიანი ქაღალდისა, აგრეთვე ბინისა და სხვა ფულადი სუროგატის გამოშვება გამოიწვევს...“ (საქ. სსრ სისხლ. კოდ. – 1928, კერძო ნაწილი, თავი II, მმართველობის წესის საწინააღმდეგო დანაშაული, 70²)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9