A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

OB OC OD OE OF OM ON OP OR OS OV
OCC OCT

occupatio

[*ოკკუპა´ტიო/ოკკუპა´ციო]
„დაპყრობა, დაკავება“; ოკუპაცია

I. ოკუპაცია, დაპყრობა; თავდაპ. უპატრონო ნივთზე (res nullius) საკუთრების უფლების მოპოვება ქონების ხელში ჩაგდების მიზნით (ადპრეჰენსიო)

II. საერთაშორისო კონფლიქტის დროს მეომარი მხარის შეიარაღებული ძალების მიერ მოწინააღმდეგის ტერიტორიის უკანონო დაკავება. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.“ (საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – 2008, მე-7(4) მუხლი)

III. „1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია“ (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელობის აღდგენის აქტი – 1991)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9