A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

OB OC OD OE OF OM ON OP OR OS OV
OFF OFI

officialis

[ოფფიკია´ლის/ოფფიცია´ლის]
„სამსახურეობრივი, თანამდებობრივი“; ოფიციალური

I. სამსახურთან, მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული operae officialia, სამსახურეობრივი საქმეები

II. 1) ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ დადგენილი, გაცემული და გამომდინარე. „საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ (2009); 2) რაც ყველა წესის, ფორმალობის დაცვით ხდება. „საკრებულოს თავმჯდომარე: ... გ) ... წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას...“ (საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ – 2005, 33(3)(გ)-ე მუხლი); 3) ოფიციალური ენა – სახელმწიფოს ძირითადი ენა, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობაში, სამართალწარმოებაში, სწავლებასა და ა.შ. „ამ მუხლის მე-2 პუნქტი განხორციელდება ოფიციალური ენის სწავლის ან ამ ენაზე სწავლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე“ (ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ – 1995, მე-14(3) მუხლი)

III. „ყალბად გაკეთება მანდატისა, დადასტურებისა, მოწმობისა, დადგენილებისა და სხვა ოფიციალური აქტისა, რომლითაც დამყარდება, შეიცვლება ან მოისპობა უფლება თუ მოვალეობა...“ (საქ. სსრ სისხლ. სამ. კოდ. – 1922, თავი I, კარი 2, 87; გვ. 23)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9