A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

OB OC OD OE OF OM ON OP OR OS OV
OPE OPI OPO OPP OPS OPT OPU

operatio

[*ოპერა´ტიო/ოპერა´ციო]
„საქმე, ქმედება“; ოპერაცია

I. საქმე, მოქმედება, გავლენა

II. 1) სამხედრო ოპერაცია – საომარ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ერთი მიზნით, ერთი ამოცანით. „სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი სახის ცნობები: 1) თავდაცვის სფეროში: ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს“ (საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ – 1996, მე-7(1)(ა) მუხლი); 2) „სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 2009, მე-2(პ) მუხლი); 3) „ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 2009, მე-2(ჟ) მუხლი); 4) სავალუტო ოპერაცია – ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია სავალუტო ღირებულებაზე საკუთრების უფლების გადასვლასთან. „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია: ... ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესები“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 2009, მე-17(3)(ბ) მუხლი); 5) საბირჟო ოპერაცია – ოპერაცია წარმოებული საფონდო, სავალუტო, სასაქონლო ბირჟებზე გარიგებათა დასადებად ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობების, საქონლის ნასყიდობასთან დაკავშირებით. „უფროს შიდა აუდიტორს უნდა ჰქონდეს: ... ბ) ბანკის სხვადასხვა სტრუქტურაში (საფინანსო-ეკონომიკური ანალიზისა და დაგეგმვის, საკრედიტო-საინვესტიციო, ფასიანი ქაღალდების, ჩეკების, ბარათებისა და საბირჟო ოპერაციების, საბუღალტრო და სხვ.) მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება“ (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №318 – 2001, მე-6(4)(ბ) მუხლი); 6) სადეპოზიტო ოპერაცია – ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების ოპერაციები თავისუფალი ფულადი სახსრების (ანაბრების) მოსაზიდად და ამ სახსრების ხარჯზე საკრედიტო ოპერაციების განხორციელება. „ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 2009, 31-ე მუხლი); 7) საკასო ოპერაცია – ოპერაციები, განხორციელებული საწარმოთა, დაწესებულებათა, ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების სალაროთა მიერ ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, გადაანგარიშების, ფულადი ნიშნების ნამდვილობის განსაზღვრის მიზნით ბანკნოტებისა და მონაცემების გაცვლის, აგრეთვე საკასო წიგნის წარმოებისა და ფულის შენახვის წესის დაცვით. „დამტკიცდეს ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსი (ფორმა №1) და ბალანსის დანართი ფორმები თანდართული რედაქციით: … ბ) ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №2-1“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №364 – 2008, მუხლი 1(გ)); 8) ფულად-საკრედიტო ოპერაცია – ბანკების მიერ კრედიტების გაცემა. „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია: ... გ) დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ – 2009, მე-17(3)(გ) მუხლი); 9) გადარიცხვის ოპერაცია – ბანკების, სხვა საკრედიტო ორგანიზაციების ოპერაციები, განხორციელებული იურიდიული და ფიზიკური პირების დავალებით ერთი ბანკის ანგარიშიდან მეორე ბანკის ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესასრულებლად. „ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციების ან ტრანსფერორდერების დამუშავებას“ (საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ – 2012, მე-2(ბ) მუხლი)

III. „...ამ წესდებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ა) საზოგადოების მიზანი და ოპერაციები“ (საქ. სსრ სამოქ. კოდ. – 1923, თავი X)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9