A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

OB OC OD OE OF OM ON OP OR OS OV
OPE OPI OPO OPP OPS OPT OPU

operativus

[ოპერატი´ვუს]
„ქმედითი“ ოპერატიული

I. სამოქმედო

II. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ... სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“ (საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ – 1999, 1(1) მუხლი)

III. „ამა დებულების სათანადო მუხლებით პასუხს აგებენ სამსახურის წესის საწინააღმდეგო დანაშაულისათვის აგრეთვე მუშურ-გლეხური მილიციის სამწყობრო და საადმინისტრაციო-სამეურნეო შემადგენლობისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ორგანოთა ოპერატიული შემადგენლობის პირნი“ (საქ. სსრ სისხლ. სამ. კოდ. – 1928, დანართები, დებულება სამხედრო დანაშაულთა შესახებ, სსრ კავშირის ც.ა.კ.-ის და ს.კ. ს-ის 1927 წ. ივლისის 27 დადგ., 12ა. შენიშვნა 1, 1934 წ. ივნისის 16, 1935 წ. ნოემბრის 3; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება 1942 წ. მარტის 4)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9