[*ორა´ტიო/ორა´ციო ჰადრია´ნი]
„ჰადრიანუსის სიტყვა“
I. ჰადრიანუსის მიერ სენატში წარმოთქმული სიტყვა, რომლის საფუძველზე სენატმა დაადგინა, რომ: 1. hereditatis petitio-ს შემთხვევაში მფლობელს ნივთი უნდა დაებრუნებინა მთელი ნამატით; 2. პერეგრინისათვის დატოვებული fidei comissum-ი ექვემდებარებოდა კონფისკაციას ფისკუსის (სახ. ხაზინის) სასარგებლოდ; 3. იკრძალებოდა სენატის დადგენილების გასაჩივრება იმპერატორთან
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.