[*ორა´ტიო/ორა´ციო მა´რკი]
„მარკუსის სიტყვა“
I. მარკუსის მიერ სენატში წარმოთქმული სიტყვა, რომლის საფუძველზეც სენატმა: 1. შეამსუბუქა საკუთარი მკაცრი დადგენილებები manumissio testamento-თან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე ანდერძი, რომლის საფუძველზეც მონა თავისუფლად ცხადდებოდა, არ შედიოდა ძალაში მონის პატრონის მკვლელობის შემთხვევაში, ვიდრე მკვლელს არ მიაგნებდნენ. ცვლილებების შედეგად დადგინდა, რომ ანდერძის საფუძველზე გათავისუფლებული მონის შვილი, რომელიც დაიბადებოდა მისი მშობლის პატრონის მკვლელობის შემდეგ ანდერძის ძალაში შესვლამდე, იყო თავისუფალი. გარდა ამისა, მონას, რომელიც თავისუფლდებოდა მისი პატრონის გარდაცვალების მომენტიდან, მიენიჭა უფლება შეენარჩუნებინა მთელი შემოსავალი, რომელსაც ის მიიღებდა ანდერძის ძალაში შესვლამდე; 2. ამ კანონმა მოითხოვა ალიმენტებთან დაკავშირებული შეთანხმებების მოწონება პრეტორის მიერ; 3. აკრძალა ქორწინება გათავისუფლებულ პირსა და სენატორის ქალიშვილს შორის, მეურვესა და სამეურვეო პირს შორის; 4. უფლება მიანიჭა ბავშვებს მიეღოთ დედის მემკვიდრეობა ანდერძის გარეშე; 5. აკრძალა სასამართლოში გამოძახება იმ ადამიანისა, რომელიც მნიშვნელოვანი სამეურნეო საქმეებით იყო დაკავებული; 6. დეტალური რეგლამენტი დააწესა confessio in iure-ზე; 7. დაადგინა ვადების გამოთვლის წესი აპელაციისათვის, კერძოდ, განსაზღვრა დღეები, რომლებიც არ მიიღებოდა მხედველობაში აპელაციის წარდგენის ვადების გამოთვლისას
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.