[ნე´ქსუმ]
„შეკრული“
I. სესხების უძველესი ფორმა, რომელიც ხორციელდებოდა per aes et libram-ის ფორმით. თუ მევალე – პლებეი (nexus) არ აბრუნებდა ვალს დროზე, იგი კრედიტორ- პატრიციუსის განკარგულებაში ხვდებოდა, ამ უკანასკნელს შეეძლო დაედო მისთვის ბორკილები, მოეკლა ან საკუთარ მონად გაეხადა, სანამ იგი თავისი შრომით არ დაფარავდა ვალს
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.