A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

MA ME MI MO MU
MAC MAE MAG MAI MAL MAN MAR MAT MAU MAX

mandator

[მანდა´ტორ]
„დავალების მიმცემი“ მანდატური

I. დავალების მიმცემი

II. 1. პირი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. „საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, თუ სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ – 1996, 32¹(4)-ე მუხლი); 2. პირი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური…“ (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ – 2005, 48¹-ე მუხლი)

III. „აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაჲ და სიგელი ეგე ჩუენი შემდგომად ჩუენთა მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა მემამულეთა და მოსაკარგავეთა, ციხისთავთა, ჴელისუფალთა, მანდატურთა, შურტათა, ჩინებულთა და ყოველთა საქმის მოქმედთა დაუმტკიცეთ, და ნუ უმალავთ ბრძანებასა ამას...“ (შეუვალობის განახლების სიგელი გიორგი II-ისა შიო მღვიმისადმი [1072 წ.] ქსძ, II, გვ. 11)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9