[მანუმი´სსიო ვინდიკა´ტა]
„თავდებით გათავისუფლება“
I. მაგისტრატის თანდასწრებით adsertor libertatis-ი მონას თავზე ადებდა წნელს (festuca) და ამით ადასტურებდა, რომ იგი თავისუფალია. რაკი მონის ბატონი ამაზე არაფერს ამბობდა, მაგისტრატი საზეიმოდ აცხადებდა მონას თავისუფალ ადამიანად
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.