A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

LA LE LI LO LU
LEC LEG LEN LEO LEV LEX

legalisatio

[*ლეგალისა´ტიო/ლეგალიზა´ციო]
(საშ. ლათ.)
„დაკანონება“; ლეგალიზაცია

II. „ლეგალიზაცია – სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება“ (საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ – 2011, მე-3(ლ) მუხლი);
2) უკანონოდ ან უსაფუძვლოდ მიღებული შემოსავლების (ქონების) კანონიერად აღიარება – „ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია“ (საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ – 2005, 38¹-ე მუხლი);
3) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – „უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – 1999, 194(1)-ე მუხლი)

III. „საზღვარგარეთ უცხოეთის ხელისუფალთა მონაწილეობით შედგენილ ან მათგან გამოსულ დოკუმენტს საქართველოს სსრ სახელმწიფო სანოტარო კანტორები იღებენ იმ პირობით, თუ ისინი ლეგალიზებულია სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ“ („საქ. სსრ 1974 წლის 27 დეკემბრის კანონი სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ“ კარი IV, მუხლი 89; საქ. კან. ტ. VI, გვ. 218)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9