A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

LA LE LI LO LU
LEC LEG LEN LEO LEV LEX

legio, -onis

[ლე´გიო]
„ლეგიონი“ ლეგიონი

I. სამხედრო შენაერთი, რომელიც აერთიანებდა 300 მხედარს და 3000-6000 ქვეითს (პრინციპატის დროს – 5000-ს), შედგებოდა 10 კოჰორტისა და 3 მანიპულუსისაგან

II. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საქართველოს ყოფილი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს) სპეციალური სამართალდაცვის სტატუსის მქონე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს (ახორციელებდა) სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას. „...ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: ... საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“ (საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ – 2005, მე-8(3) მუხლი)

III. „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: ... საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს“ (საქართველოს კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ – 1994, 24-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9